სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: „ტურისტების მოზიდვა საქართველოში“
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადება: მოსწავლეები გაეცნობიან და მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს
სხვადასხვა კუთხეების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას საქართველოში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეადგენენ კითხვარებს, რომელიც მოიცავს
ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შესახებ. შეხვდებიან კუთხეების ძირძველ
მაცხოვრებლებს. აღნიშნული კითხვების დახმარებით, მათთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ
კუთხეს გაუწიონ რეკლამირება ტურისტების მოსაზიდად.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, პრეზენტაციის
წარდგენის, თანამშრომლობითი უნარები და მოახდენენ სოციუმში აქტიურად ჩართვას.
5. მონაწილეთა ასაკი: 14/15(მეათე კლასი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს განუვითარდათ
კვლევა-ძიების, პრეზენტაციის წარდგენის, თანამშრომლობითი უნარები და მოახდინეს სოციუმში
აქტიურად ჩართვა. იმისათვის , რომ მოსწავლეებმა
შეძლონ საინტერესო გახადონ თემა „ტურისტების მოზიდვა საქართველოში“, საჭიროა მოიძიონ
ინფორმაცია სხვადასხვა კუთხეების შესახებ კომპიუტერის საშუალებით, დაამუშაონ და შექმნან
„სლაიდ შოუ“, სადაც ასახული იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე ინფორმაცია. პროექტის
ბოლოს ასევე შექმნიან კითხვარს (google drive-ში შექმნილი კითხვარი) .
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: მარკერები, თაბახის ქაღალდები, პრინტერი, კომპიუტერი,
პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): აღნიშნული
პროექტის სესასრულებლად საწიროა სამი დღე:
პირველი დღე: მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და სთხოვს თითოეულ
ჯგუფს ჩამოწერონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. ჩამოწერილი კუთხეებიდან მასწავლებელი
სთხოვს მათ ამოარჩიონ 4 მათი აზრით ყველაზე ცნობილი კუთხე, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს,
ჯგუფები ამოირჩევენ 4 -ს ყველაზე რეიტინგულს.
მეორე დღე: მოსწავლეები მოიძიებენ და მიაწოდებენ ინფორმაციას ტურისტებს
ამ კუთხეების შესახებ. მოხდება პრეზენტაცია ( power point-ის დახმარებით ) და დისკუსია აღნიშნულ კუთხეებზე. მოსწავლეების
მხრიდან ასევე მოხდება „ სლაიდ შოუს“ ჩვენება
. ( სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი კუთხეები).
მესამე დღე: პროექტში მონაწილე მოსწავლეები ტურისტებთან ერთად განიხილავენ
და შეაჯამებენ ინფორმაციას . დასასრულს მოხდება კითხვარის შევსება
( google
drive- ში შედგენილი კითხვარით) სადაც
ტურისტები უპასუხებენ შეკითხვებს უკვე ნაცნობ თემასთან დაკავშირებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის
ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბუკლეტი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განსაზღვრავს ადრესატს (მაგ., რეგიონში
მცხოვრები უცხოელი თანატოლები, დამეგობრებული სკოლის მოსწავლეები);
• განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს;
• განსაზღვრავს მიზანს (მაგ., ტურისტების
ინფორმირება რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, უცხოელი თანატოლების მოზიდვა
რეგიონში და სხვა);
• მიზნიდან გამომდინარე ადგენს რუბრიკებს
(მაგ., ღირშესანიშნაობები, გასართობები, ცნობილი ადამიანები, ადგილობრივი კერძები და
სხვა);
• თითოეული რუბრიკისთვის წერს მოკლე ინფორმაციულ
ტექსტებს, სადაც აღწერს დეტალებს და იძლევა შეფასებებს;
• იძლევა ინსტრუქციებს;
• იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
• შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი,
რუკა, გეგმა და სხვა);
• მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა
(პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
• ასახელებს თემას;
• შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ
საკითხებს;
• მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
• საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
• თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად
აყალიბებს აზრს;
• გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული
ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
• გამოაქვს დასკვნა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა გაზაშვილი
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: gazashvililela.blogspot.com
No comments:
Post a Comment