ელექტრონული სასწავლო რესურსების
გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია
მასწავლებლის სახელი
და გვარი: ლელა გაზაშვილი
ელექტრონული სასწავლო
რესურსი: The wild animals
საგანი:
ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი/მე-4
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია:
ინტერაქტიური რესურსის შექმნა მნიშვნელოვანია
როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. მოსწავლეები არიან უფრო მოტივირებულები,
გაკვეთილი უფრო სახალისო და საინტერესოა, მოსწავლეები მონდომებით ასრულებენ დავალებას.
ვფიქრობ, მსგავსი რესურსის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა შესასწავლი მასალის განსამტკიცებლად.
ჩემ
მიერ Power – point-ში გაკეთებული რესურსი ერთგვარად სახალისოა. რესურსი შედგება
21 სლაიდისგან, ზოგადად, თითოეულ სლაიდზე კითხვაა დასმული ველური ცხოველების ირგვლივ.
ბავშვების მიერ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ,
კურსორის დაწკაპებით სლაიდზე ჩნდება სწორი პასუხები.
პირველ სლაიდზე
მოცემულია თემის სათაური და კლასი
მეორე
სლაიდის დახმარებით მოსწავლეები იხსენებენ სხვადასხვა საარსებო გარემოში მობინადრე
ცხოველთა ჯგუფებს.
მესამედან
მეცხრე სლაიდის ჩათვლით მოსწავლეები ამოიცნობენ ილუსტრაციებზე დატანილ ცხოველებს და
ასახელებენ მათ.
მეათედან
მეჩვიდმეტე სლაიდის ჩათვლით, სლაიდებზე მოცემულია ცხოველების საარსებო გარემოს ფოტო გამოსაცნობი ცხოველის აღწერილობით.
ამ მონაცემების გამოყენებით მოსწავლემ უნდა გამოიცნოს და დაასახელოს შესაბამისი ცხოველი.
მეთვრამეტე
სლაიდზე დატანილია კითხვები, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საუბრობს მისთვის საყვარელი
ცხოველის შესახებ.
მეცხრამეტე
სლაიდზე მოცემულია დავალება, სადაც მოსწავლემ უნდა შეძლოს ცხოველების სახელებში გამოტოვებული
ასოების სწორად ჩასმა, რომელთაც შეამოწმებს მეოცე სლაიდის დახმარებით. მოსწავლეთა თვითშეფასების
მიზნით სლაიდზე გამოდის სწორი პასუხები.
ოცდამეერთე სლაიდზე დატანილია რესურსის შექმნისას გამოყენებული ვებ-გვერდების
ელექტრონული მისამართები.
სასწავლო რესურსის რეფლექსია
ჩემ
მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია “ The wild animals“. აღნიშნული რესურსი
შექმნილია ესგ-ის მე-4 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების,
წინადადებებისა და
ტექსტების გარკვევით
და შესაბამისი ინტონაციისა თუ
მახვილის დაცვით
წარმოთქმა.
Iუცხ. დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სიტყვების,
წინადადებების გაშიფრვა;
სხვადასხვა ტიპის
მცირე ზომის
ტექსტების გაშიფრვა
და გაგება.
Iუცხ. დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სწავლის
ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და
მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.