Wednesday, 3 July 2019

სასწავლო რესურსი ინგლისურ ენაში The wild animals




ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია
მასწავლებლის სახელი და გვარი: ლელა გაზაშვილი
ელექტრონული სასწავლო რესურსი: The wild animals
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-4

                               რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
           ინტერაქტიური რესურსის შექმნა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. მოსწავლეები არიან უფრო მოტივირებულები, გაკვეთილი უფრო სახალისო და საინტერესოა, მოსწავლეები მონდომებით ასრულებენ დავალებას. ვფიქრობ, მსგავსი რესურსის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა შესასწავლი მასალის განსამტკიცებლად.
         ჩემ მიერ Power – point-ში გაკეთებული რესურსი ერთგვარად სახალისოა. რესურსი შედგება 21 სლაიდისგან, ზოგადად, თითოეულ სლაიდზე კითხვაა დასმული ველური ცხოველების ირგვლივ. ბავშვების მიერ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ,  კურსორის დაწკაპებით სლაიდზე ჩნდება სწორი პასუხები.
       პირველ სლაიდზე მოცემულია თემის სათაური და კლასი
       მეორე სლაიდის დახმარებით მოსწავლეები იხსენებენ სხვადასხვა საარსებო გარემოში მობინადრე ცხოველთა ჯგუფებს.
         მესამედან მეცხრე სლაიდის ჩათვლით მოსწავლეები ამოიცნობენ ილუსტრაციებზე დატანილ ცხოველებს და ასახელებენ მათ.
          მეათედან მეჩვიდმეტე სლაიდის ჩათვლით, სლაიდებზე მოცემულია ცხოველების  საარსებო გარემოს ფოტო გამოსაცნობი ცხოველის აღწერილობით. ამ მონაცემების გამოყენებით მოსწავლემ უნდა გამოიცნოს და დაასახელოს შესაბამისი ცხოველი.
           მეთვრამეტე სლაიდზე დატანილია კითხვები, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საუბრობს მისთვის საყვარელი ცხოველის შესახებ.
           მეცხრამეტე სლაიდზე მოცემულია დავალება, სადაც მოსწავლემ უნდა შეძლოს ცხოველების სახელებში გამოტოვებული ასოების სწორად ჩასმა, რომელთაც შეამოწმებს მეოცე სლაიდის დახმარებით. მოსწავლეთა თვითშეფასების მიზნით სლაიდზე გამოდის სწორი პასუხები.
            ოცდამეერთე სლაიდზე დატანილია რესურსის შექმნისას გამოყენებული ვებ-გვერდების ელექტრონული მისამართები.  
                        
სასწავლო რესურსის რეფლექსია
          ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია “ The wild animals“. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-4 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ  უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.
Iუცხ. დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა და გაგება.
Iუცხ. დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

სასწავლო რესურსი ინგლისურ ენაში The seasons and the months

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა- ლელა გაზაშვილმა შექმნა სასწავლო რესურსი მესამე კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც არის მრავალჯერადი გამოყენების.
ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია
მასწავლებლის სახელი და გვარი: ლელა გაზაშვილი ელექტრონული სასწავლო რესურსი: The seasons and the months საგანი: ინგლისური ენა სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-3 რესურსის გამოყენების ინსტრუქცია: ინტერაქტიური რესურსის შექმნა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან, გაკვეთილი უფრო საინტერესო და სახალისოა, მოსწავლეები მონდომებით ასრულებენ დავალებას. ვფიქრობ, მსგავსი რესურსის გამოყენება მართლაც საუკეთესო გზაა შესასწავლი მასალის განსამტკიცებლად. ჩემ მიერ Power- point-ში გაკეთებული რესურსი ერთგვარად სახალისოა. რესურსი შედგება20 სლაიდისგან, თითოეულ სლაიდზე კითხვაა დასმული წელიწადის დროებისა და თვეების ირგვლივ. ბავშვების მიერ თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, კურსორის დაწკაპებით სლაიდზე ჩნდება სწორი პასუხები. პირველ სლაიდზე მოცემულია თემის სათაური და კლასი. მეორე სლაიდის დახმარებით მოსწავლეები გაიხსენებენ წელიწადის ოთხ დროს. მესამედან მეექვსე სლაიდის ჩათვლით მოსწავლეები ამოიცნობენ ილუსტრაციებზე დატანილ წელიწადის დროებს და ასახელებენ მათ. მეშვიდე სლაიდზე მოცემულია დავალება. მოსწავლეები გაიხსენებენ წელიწადის თვეებს, ხოლო, შემდეგ დააწყობენ მათ თანმიმდევრულად, რომელსაც შეამოწმებენ მერვე სლაიდის დახმარებით, სადაც მოსწავლეთა თვითშეფასების მიზნით სლაიდზე გამოდის სწორი პასუხები. მეცხრედან მეთორმეტე სლაიდის ჩათვლით მოცემულია წელიწადის დროების ფოტოები და კითხვები, სადაც მოსწავლემ უნდა დაასახელოს წელიწადის დროების შესაბამისი თვეები. მეცამეტედან მეთხუთმეტე სლაიდის ჩათვლით მოცემულია ფოტოები და კითხვები, მოსწავლემ უნდა გამოიცნოს და დაასახელოს რომელ თვეშია სლაიდებზე მოცემული დღესასწაულები. მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე სლაიდზე ფოტოები და კითხვებია მოცემული. მოსწავლემ უნდა დაასახელოს რომელ თვეში იწყება და მთავრდება სკოლა. მეთვრამეტე სლაიდზე მოცემულია დავალება, რომელზეც დატანილია კითხვები წელიწადის დროებისა და თვეების შესახებ, რომლის პასუხების სისწორეს მოსწავლე შეამოწმებს მეცხრამეტე სლაიდის დახმარებით, სადაც მოსწავლეთა თვითშეფასების მიზნით სლაიდზე გამოდის სწორი პასუხები. რესურსის ბოლო, მეოცე სლაიდზე დატანილია რესურსის შექმნისას გამოყენებული ვებ-გვერდების ელექტრონული მისამართები. სასწავლო რესურსის რეფლექსია ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „The seasons and the months”. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-3 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად. Iუცხ.დაწყ.(I).2. სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა. Iუცხ.დაწყ.(I).5. სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება. Iუცხ.დაწყ.(I).11. სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედია რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება. ჩემ მიერ შექმნილი რესურსის მიზანია, ხელი შევუწყო სახალისო ელექტრონული რესურსის გამოყენებით მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებას ინგლისური ენის მიმართ. აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე საინფორმაციო და ვიზუალური მასალის უკეთესად შესწავლასა და აღქმაში. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და საგნის მიმართ. რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. შექმნილი რესურსი ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს საკლასო ოთახის პირობებში ყურადღება გაამახვილონ , როგორც საინფორმაციო, ისე ვიზუალურ მხარეზე, რაც აადვილებს ინფორმაციის ხანგრძლივ დამახსოვრებას. ელექტრონული რესურსის შინაარსი შეეხება წელიწადის დროებსა და თვეებს. აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, ასევე გაკვეთილის შეჯამებისას. ამ რესურსის შექმნა გადავწყვიტე გაკვეთილის თავის შეჯამებისას. გადავწყვიტე წელიწადის დროებსა და თვეებზე ინფორმაციის შეგროვება და ერთად თავმოყრა მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო მეთოდით. ასევე გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები, მათ შორის ვიზუალურ-ხედვითი უნარები. როგორც ვიცით ზოგი მოსწავლე სწრაფი აზროვნებით გამოირჩევა, ზოგს მიმანიშნებელი ნიშნები ჭირდება ინფორმაციის გასახსენებლად, ვფიქრობ ჩემ მიერ შექმნილი რესურსი ყველა ამ უნარს აერთიანებს. ვფიქრობ რესურსი მრავალჯერადი გამოყენების არის. აღნიშნული რესურსის გამოყენება მეტ ინტერესს აღძრავს მოსწავლეებში ინგლისური ენისადმი. მოსწავლე ხალისით ასრულებს ასეთ სავარჯიშოებს, ეს კი იწვევს სამიზნე ჯგუფის გააქტიურებას, ინგლისური ენის მიმართ მოტივაციის ამაღლებას და სასურველი შედეგის მიღწევას. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ეხმარება მოსწავლეს ისეთი სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგორიცაა: ცოდნა, გამოყენება, ანალიზი, დროსა და სივრცეში ტრანსფორმაცია, ცოდნის კატეგორიზაცია და სხვა. რესურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში თვითშეფასების უნარის განვითარებას.

Monday, 9 July 2018

ი.ს.ტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში




  ი.ს.ტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. გაკვეთილს ხდის უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს.მოსწავლეები  ხალისით და აქტიურად არიან  ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და მაღალია მოტივაციაც.მე როგორც უცხო ენის მასწავლებელი ,სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ CD-player-ს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოსმენის უნარის განვითარებას.







ლელას პორტფოლიო




                                                            რეფლექსია

         ტრენინგმა მოლოდინი გაამართლა ,იგი მეტად ნაყოფიერი და მრავლის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის. ტრენინგი საშუალებას მაძლევს გაკვეთილები დავგეგმო  მოსწავლეებისთვის  მეტად მრავალფეროვანი და  საინტერესო აქტივობებით დატვირთული. განსაკუთრებით გამოვიყენებ power point-ში მომზადებულ პრეზენტაციებს. უღრმესი მადლობა ქალბატონ მარიკას .